LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტინა აგილერას კონცერტზე, მაყურებელთა მოთხოვნით, 50-ლარიანი ბილეთები დაემატა!..

48

ქრისტინა აგილერას კონცერტით „ბლექ სი არენა“ 30 ივლისს გაიხსნება. მომღერალი შეკვეთილის დარბაზში გრანდიოზული შოუთი ჩამოდის. მზადება უკვე დაწყებულია. „ბლექ სი არენა“ უახლესი აპარატურითა და განათებითაა აღჭურვილი, რომლის დემონსტრირებაც ამ კონცერტზე შესანიშნავად მოხდება, შესაბამისად, გვერწმუნეთ, მსოფლიოს ტოპვარსკვლავის შოის გამოტოვება ნამდვილად არ ღირს.

ქრისტინა აგილერა, თავის ჯგუფთან ერთად, ბათუმში დაბინავდება. ის საქართველოში მალე ჩამოვა. მანამდე კი, tkt.ge-ს საშუალებით, მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ ბილეთები.

მაყურებელთა თხოვნით, რომელიც „ბლექ სი არენას“ ადმინისტრაციამ გაითვალისწინა, დაემატა ახალი, 50-ლარიანი ბილეთები ე.წ. „სილვერ რინგში“, რომელიც „გოლდენ რინგის“ უკან არის. ეს ცვლილება თავად ვარსკვლავის მენეჯმენტთან უკვე შეთანხმებულია და ქრისტინა აგილერას მხრიდან ორგანიზატორებს უკვე მისცეს დასტური, რომ უფრო მეტი ფეხზე დასადგომი ბილეთი გაიყიდოს. შესაბამისად, უკვე დღეიდან, 50 ლარად, შეგიძლიათ შოუზე დასასწრები ბილეთის შეძენა „სილვერ რინგში“. იჩქარეთ, ქრისტინა აგილერას კონცერტამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი!..

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები