LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტინე იმედაძე ბათუმურ საჭმელზე, პატრულსა და გზაზე – „იქნებ, მიხედოს იმან, ვისაც ეხება!..“

98

ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში ბათუმისკენ მიმავალი გზით იწყებს და უამრავ რამეს აკრიტიკებს, რაც მას, ნინი ბადურაშვილსა და თაკო გაჩეჩილაძეს თვალში მოხვდათ, განსაკუთრებით პატრულს, რომელსაც აჭარაში, როგორც მომღერალი წერს, თქვენობით არ უნდა ესაუბროთ…

„თუ გადაწყვიტე ბათუმში ავტომობილით გამგზავრება, მაინც დაფიქრდი ორჯერ: ან ტრაილერი დაგეცემა… ან ძროხა გაგიტანს… ან შენ, ან ვინმე უბრალოდ, ვერ აუღებს ალღოს ესტაკადების გაურკვეველ ლაბირინთებს, ან კიდევ ბევრი „ან“ გადაწყვეტს შენს ბედს… 50/50. რაც მთავარია ამ დროს თვალით სულ ეძებ პატრულს და ის არ არის…

სამაგიეროდ, თუ გაგიმართლა და ჩააღწიე ბათუმში, ორი წამით მიაპარკინგე იქ, სადაც არ შეიძლება, წამში გაჩნდება პიო-პაო … (თქვენობით ნუ გაესაუბრებით, ეს იქ „იაზვობად“ მიაჩნიათ და „იაზვობისთვის“ 200-ლარიანი ჯარიმით იმუქრებიან).

1) გემრიელად თითქმის ვერსად ვერ შეჭამ, ან თუ შეჭამ, იმდენს ელოდები რომ აღარ გშია!

2) ჯობია, იკვებო მჭადით და ყველით, თორემ ნებისმიერი ცოტა უცხოური სიტყვა მენიუში – აუცილებლად მოგწამლავს.

3) ერთადერთი მოვლილი სანაპირო არსებობს, სადაც ან ადგილი არ არის, ან უბრალოდ, შეიძლება, არ გინდოდეს აბაშიძეზე გართხმა საცურაო კოსტიუმში. კიდევ ბევრია ჩამოსათვლელი, მაგრამ სხვა დროს… რაც მთავარია, ფასებიიიი… კინაღამ დამავიწყდა. ფასები დიდებული. კვების ობიექტებო, შეიტანეთ მენიუში მჭადი – არ გვინდა ეს უცხო სიტყვათა კონა! მაგრამ პირველ რიგში, გზას იქნებ მიხედოს იმან, ვისაც ეხება!!!!! ჩემი ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე არ მომატყუებინებენ“ – წერს ქრისტინე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები