LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტინე იმედაძე კრიტიკოსებს პასუხობს: „მე თქვენკენ და თქვენ ეშმაკებისკენ?!.“

71

ორიოდ დღის წინ ქრისტინე იმედაძემ დაწერა სტატუსი, სადაც ბათუმში გამგზავრებიდან დაწყებული, მომსახურებითა და კერძებით, ასევე მოუვლელი სანაპიროთი დასრულებული, ყველაფერი გააკრიტიკა. მას შემდეგ, რაც მისი ეს მოსაზრება საინფორმაციო სააგენტოებზე გავრცელდა, უამრავმა ბათუმელმა მას უარყოფითი კომენტარები დაუწერა. როგორც ჩანს, ქრისტინემ ყველაფერი წაიკითხა და გადაწყვიტა, კრიტიკოსებისთვის ვრცლად ეპასუხა.

„ჩემი სტატუსით აღშფოთებული ბათუმელების საპასუხოდ ვწერ!

ბათუმი ბევრ ბათუმელზე მეტად მიყვარს! ყოველთვის დავდივარ და ვივლი იქ დასასვენებლად… ის, რაც მე დავწერე არც რიგით მოქალაქეებს არ ეხებოდა და არც თვითონ ქალაქს… ბევრი ბათუმელი მეგობარი მყავს და მათგანაც ხშირად მესმის ამ პრობლემების არსებობის შესახებ!

არ მგონია, რომელიმე თქვენგანის (აღშფოთებულებს ვგულისხმობ) საკუთრება იყო თუნდაც ის კვების ობიექტები, რომელშიც მე მომწამლეს. ან ავტობანის გაუმართაობა გეხებოდეთ პირადზე…

პირიქით, ალბათ, თქვენც რომ წერდეთ იმავეს, უპრიანი იქნებოდა! მე მგონი, არც თქვენ უნდა გიხაროდეთ ამდენი უბედური საგზაო  შემთხვევა!

ის უწესრიგობებიც, რაც მე ჩამოვთვალე, თქვენ ჩემზე კარგად იცით და ხმა რომ აიმაღლოთ უმჯობესია! ეს ჩემი მოკრძალებული „პრეტენზიები“ არც ბათუმლების მიმართ იყო და არც თვითონ ტერიტორიის! გარკვევით მეწერა, „ვისაც ეხება“ და ისევ ვიმეორებ, მიხედოს „ვისაც ეხება“.

ბულვარში ჩამომჯდარზე ჭორაობით საქმე არ კეთდება! ზოგიერთი ბათუმელი ზღვაზეც არ ჩადის და აბა, საიდან უნდა იცოდეს, რომ სანაპირო დაბინძურებულია… მე თქვენკენ და თქვენ ეშმაკებისკენ? რა საქციელია ახლა ეს?! ბათუმი მიყვარს…“ – წერ ქრისტინე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები