LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრთამის აღების ბრალდებით შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

90

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის ქვემო ქართლის ადმინისტრირების, იძულებითი ღონისძიებების სამმართველოს მთავარი ოფიცერი დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული პირი საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, ერთ-ერთი სამეწარმეო სუბიექტის მხრიდან, სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების- 107 000 ლარის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გზით, 20 000 ლარამდე შემცირებაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 5000 ლარი. მან იმავე მოქალაქეს, 2018 წლის 16 აპრილს, წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი- 1000 ლარი, ხოლო 2018 წლის 18 აპრილს, ასევე გამოართვა 1000 ლარი, რა დროსაც იგი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.