LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

41

სუს-მა  ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი ვასილ ბექაური დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვასილ ბექაურმა ერთ-ერთი სამეწარმეო სუბიექტის მფლობელს ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შესაცვლელად ჩასატარებელი სამუშაოების გადაცემისა და დაფინანსების სანაცვლოდ ქრთამის სახით გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა. 2016 წლის აპრილში, ვასილ ბექაურმა ქრთამის სახით აიღო 1800 ლარი. ამასთან, 2016 წლის 11 მაისს ვასილ ბექაურმა იმავე სამეწარმეო სუბიექტის მფლობელისაგან ქრთამის სახით დამატებით მოითხოვა და აიღო 2000 ლარი, რა დროსაც იგი დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები