LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსელში ქეით მიდლტონის, პრინცი უილიამისა და ჰარის უცნობი პიკანტური ფოტოები მოხვდა (ფოტო)

224

ცნობილმა ფოტოგრაფმა მაკს ბატერვორტმა ინტერნეტში შავ-თეთრი ფოტოების სერია გამოაქვენა, სადაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები და სხვა ცნობილი ვარსკვლავები სხვადასხვა დროს, საკმაოდ პიკანტურ მომენტებში არიან გადაღებულები. ფოტოებზე, რომლებიც 2005-დან 2008 წლამდეა გადაღებული, ქეით მიდლტონი, პრინცი უილიამი, ჰარი, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, ჯენიფერ ენისტონი და ჯორჯ კლუნი ჩანან.

ფოტოების უმეტესობა ღამის კლუბებსა და წვეულებებზეა გადაღებული. განსაკუთრებით საინტერესოა ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ფოტოების ხილვა, რადგან წყვილი ასეთ ფორმაში ჯერ არასოდეს გვინახავს. ერთ-ერთ ფოტოზე კლუბიდან გამოსული ქეით მიდლტონი ტაქსის მძღოლს ესაუბრება. სხვა ფოტოებზე კი ჩანს, როგორ ტოვებენ ღამის კლუბს სამეფო ტახტის მემკვიდრეები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები