LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსნის მე-15 დაწესებულების მსჯავრდებული საავადმყოფოში გარდაიცვალა

107

ქსნის მე-15 დაწესებულების მსჯავრდებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1978 წელს დაბადებული მსჯავრდებული მცხეთის სამედიცინო დაწესებულება „ჯეოჰოსპიტალში“ გარდაიცვალა.

„მსჯავრდებული ა.ც. N15 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. როგორც პატიმრები ყვებიან, მან ბანაობისას თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა გაუწია, რის შემდეგაც დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ დაუყონებლივ მოხდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და მსჯავრდებულის გადაყვანა მცხეთის სამედიცინო დაწესებულება – „ჯეოჰოსპიტალში“. მომხდარის შესახებ გარდაცვლილის ოჯახი ინფორმირებულია,“ – აცხადებენ უწყებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი. დაიკითხნენ მსჯავრდებულები, რომლებიც ფაქტს შეესწრნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები