LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Quadrum gudauri – კონტეინერებისგან შექმნილი სასტუმრო

639

გუდაურში ხის კონტეინერებისგან ახალი სასტუმრო აშენდა. მყუდრო და თანამედროვე სასტუმრო Quadrum gudauri დამსვენებლებს ხის კონტეინერებში სრულ კომფორტს ჰპირდება.

სასტუმრო Quadrum მთლიანად სატვირთო კონტეინერებისგანაა აგებულია და მას პირამიდის ფორმა აქვს. მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი არქიტექტურა სრულად შეესაბამება ადგილობრივ ლანდშაფტს.

როგორც „ფორტუნას“ სასტუმროს დირექტორმა განუცხადა, ბუტიკ სასტუმრო ნატურალური ხის მასალისგანაა დამზადებული. 2200 მეტრზე აშენებული სასტუმროს ყველა ნომრიდან კი კავკასიონის ხედი იშლება.

Quadrum-gudauri დამსვენებლებს უკვე იღებს, თუმცა სასტუმრო ოფიციალურად 11 მარტს გაიხსნება.

„დამსვენებლებს 15 თებერვლიდან ვიღებთ და დიდი გახნისთვის ვემზადებით“, –  განაცხადა „ფორტუნასთან“ სასტუმროს დირექტორმა დავით ხმიადაშვილმა.

სასტუმრო გუდაურში, ახალ საბაგიროსთან ახლოს მდებარეობს.  მასში სულ 11 ნომერი თუმცა დიდი არჩევანია, თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ როგორც სტანდარტული ნომერი, ასევე ლუქსი დუპლექსითა და ჯაკუზით.

 

ნომრების ფასი 90 დოლარიდან იწყება და 230 დოლარამდე ადის. ამ მაქსიმალურ ფასად ლუქს ნომერში 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ფასში შედის საუზმის ღირებულებაც.

სასტუმრო, რომელიც გუდაურში ქართველმა არქიტექტორებმა, სანდრო რამიშვილმა და ირაკლი ერისთავმა დააპროექტეს, მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. მის შესახებ უცხოური გამოცემებიც წერენ.


 

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები