LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუჩაში ჩვილი იპოვეს, ახალშობილი ბიჭი 1300 გრამს იწონის

490

ქალაქ გორში, ძმებ რომელაშვილების ქუჩაზე ზეწარში გახვეული ახალშობილი იპოვეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ჩვილი ერთ-ერთმა ქალმა შენიშნა და საპატრულო პოლიციას შეატყობინა. ახალშობილი გორის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მიიყვანეს. ჩვილი მამრობითი სქესისაა და 1300 გრამს იწონის. ექიმების განცხადებით, პატარა დღენაკლულია, ამიტომაც, კატასტროფის ბრიგადამ ახალშობილი თბილისში გადაიყვანა.

 შსს-ში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის ​127-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენება, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები