LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუჩები, სადაც სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერებენ, უკვე ცნობილია

143

1-ელი მარტიდან თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები 14 ქუჩაზე მხოლოდ ავტობუსების გაჩერებაზე გააჩერებენ. შესაბამის საკითხზე თბილისის საკრებულომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

საკითხი განსახილველად თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ წარმოადგინა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავიდან თბილისში მოძრავ სარეისო მიკროავტობუსებსაც შეეხება. მუმლაძის განცხადებით, რუსთავი-თბილისის ხაზზე 300-მდე სამარშუტო ტაქსი მოძრაობს.

როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა განაცხადა, ამ მიზნით თბილისში შეირჩა 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს მოუწევთ მგზავრებისთვის მხოლოდ ავტობუსების გაჩერებებზე გააჩერონ. ყვითელი ფერით მონიშვნები გაჩერებებზე უკვე მიმდინარეობს.

ეს ქუჩებია: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი. ამ ქუჩებზე უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ხდება ყვითელი ფერის დატანა, რათა მხოლოდ ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა გააჩერონ. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი რეგულაცია ძალაში 1-ელი მარტიდან შევა“, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ეს 14 ქუჩა შეირჩა, შემდგომ კი ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება.  „ეს რეგულაცია რუსთავიდან შემოსულ მიკროავტობუსებსაც შეეხება, რომლებიც იმავე ნებართვის ქვეშ არიან, როგორც თბილისის მიკროავტობუსები. როდესაც აღნიშნულ ქუჩებზე მოხვდებიან, მათაც ვალდებულება ექნებათ, რომ მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერონ“, -დასძინა მამუკა მუმლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები