LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუცნაშვილმა არჩევნები გამიყალბა – თამაზ მეჭიაური სასამართლოში სარჩელს შეიტანს

46

“ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ განკარგულება, რომლითაც არარსებული ბიულეტინები დაუმატეს, გაუქმდეს”,-ამის შესახებ “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა თამაზ მეჭიაურმა რუსთავი 2-თან განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნების” ნაწილმა არჩევნები გააყალბა. თამაზ მეჭიაური “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” იმყოფება და ის სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

“ქართული ოცნების” უფრო იმ ნაწილმა, უფრო ქუცნაშვილმა, შეიძლება ვინმე აქაც ეხმარებოდა, მაგრამ თუ გადავხედავთ იმას, რომ “ქართული ოცნების” რაღაც ნაწილმა უკვე დაიწყო მისგან გამოჯვნა და პრივატულში კიდევ უფრო ბევრმა, ვიდრე ოფიციალურად”,-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

“ფორტუნამ” ზაქარია ქუცნაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები