LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუმსიშვილი: 2018 წლის ბიუჯეტი რჩება ჩვენი 4- პუნქტიანი გეგმის მხარდამჭერ დოკუმენტად

69

ჩვენ შევძელით ახალი, ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური მოდელის შექმნა, რომლის მიზანი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებაა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ მთავრობა სწორ და თანამიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს. „პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას.

„შესაბამისად, ეს არის საქართველოსთვის უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც სავალუტო ფონდი სრულად ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას და მის ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მინისტრმა 2018 წლის ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის კვლავ რჩება ჩვენი 4- პუნქტიანი გეგმის მხარდამჭერ დოკუმენტად. მისივე განმარტებით, ძირითადი იქნება ის მიმართულებები, რომელიც არის 4- პუნქტიან გეგმაში – ინფრასტრუქტურა, განათლება, ღია მმართველობა და ეკონომიკური მიმართულებები.

”ყველა ამ მიმართულებით იზრდება ბიუჯეტი, ყველაზე დიდი ზრდა რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს განათლების სამინისტროს მიმართულებით, რა თქმა უნდა არ არის გამორჩენილი სოციალური უზრუნველყოფა და დაცვა. ამ მიმართულებითაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები