LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუმსიშვილი: ახალი აეროპორტების მშენებლობა სივრცითი მოწყობის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია

40

„ავიაცია ბოლო 4 წლის განმავლობაში წარმოადგენდა ჩვენთვის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას, ვინაიდან სწორედ ავიაბაზრის განვითარება, მგზავრთნაკადის ზრდა და ახალი მიმართულებების დამატება წარმოადგენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საწინდარს, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან“, – ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ 2016 წლის 9 თვის მუშაობის შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა საქართველოში აეროპორტების ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ახალი აეროპორტების მშენებლობის გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში დასრულდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და დაიწყო ახალი ჩამოფრენის ტერმინალის მშენებლობა, რომელიც დასრულდება მომავალი წლის სექტემბერში.

„მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დასრულდა ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ხოლო წლის ბოლოს დასრულდება სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა. ჩვენ კიდევ გვაქვს ამბიციური გეგმები, რადგან ქვეყანაში აეროპორტების ინფრასტრუქტურული განვითარება და ახალი აეროპორტების მშენებლობა წარმოადგენს მთავრობის სივრცითი მოწყობის გეგმის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

პოპულალურები