LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუმსიშვილი: ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კეთება ყოველდღიურად უფრო მარტივი ხდება

105

ეკონომიკა და ფისკალური პოლიტიკა რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, ამას საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს. ფინანსთა მინისტრ, დიმიტრი ქუმსიშვილს მაგალითად მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგი“ მოჰყავს, რომელშიც საქართველო მე-9 ადგილზე დაწინაურდა.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კეთება ყოველდღიურად უფრო მარტივი ხდება; ეს ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენს მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, ნაკლები დახარჯონ ბიუროკრატიაზე და მეტის რეინვესტირება მოახდინონ ,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილმა ასევე დაასახელა სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის რეიტინგი, რომელმაც 2017 წლის სექტემბერში საქართველოს რეიტინგი გაუუმჯობესა „Ba3 სტაბილურიდან“ „Ba2 სტაბილურამდე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები