LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუმსიშვილი: ეკონომიკური ზრდის დაჩქარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

37

საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, 2016 წლიდან ჩვენ დავიწყეთ რეფორმების განხორციელება, რომლებიც საზოგადოებაში ცნობილია როგორც „4 პუნქტიანი გეგმა – ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვისთვის“. აღნიშნული სამოქმედო პროგრამა მოიცავს როგორც მოკლევადიან, ისე საშუალო და გრძელვადიან რეფორმებს, რომელთაც ჩვენ 2017–2020 წლამდე განვახორციელებთ. ამ გეგმის სისტემური და რაციონალური განხორციელება გაგვიხსნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს – საქართველოს სწრაფი და შეუქცევადი განვითარების გზაზე დააყენებს“,- განაცხადა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, რეფორმების მთავარ მიზანს მაღალი ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ქუმსიშვილის განცხადებით, რეფორმები მოიცავს შემდეგ საკითხებს, როგორიცაა – კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმას, საჯარო კერძო თანამშრომლობის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებას, გადახდისუუნარობის კანონმდებლობის მიღებას, დაზღვევისა და მიწის რეფორმას, სივრცით დაგეგმარებასა და დეპოზიტების დაზღვევის სქემის ამოქმედებას, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგებას, მთავარი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ლარიზაციის პროექტს, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ზოგადად, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმას, წიაღის მართვას, პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და ინკლუზიურ მმართველობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები