LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუმსიშვილი – კიდევ უფრო მიმზიდველი ვხდებით უცხოური ინვესტიციებისთვის

8

წლიდან წლამდე, მას მერე რაც ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ძალას იკრებს, ჩვენ კიდევ უფრო მიმზიდველი ვხდებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროგნოზში ჩადებულია მნიშვნელოვანი ზრდა და მოლოდინიც შესაბამისია.

“პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში მოლოდინი საკმაოდ კარგი გვაქვს. ამას ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ის ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, რომელიც ჩვენ გვაქვს შექმნილი და რა თქმა უნდა, კონკრეტული პროექტები, როგორც ტრანსპორტში და კომუნიკაციებში, ენერგეტიკაში, ტურიზმში და ასევე სხვა მიმართულებებში, სადაც ჩვენი ქვეყანა საკმაოდ პერსპექტიულია. წლიდან წლამდე, მას მერე რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ძალას იკრებს, ჩვენ კიდევ უფრო მიმზიდველი ვხდებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის და პარალელურად, მას შემდეგ, რაც განათლების რეფორმა ბოლომდე ძალას მოიკრებს და კვალიფიციური კადრები კიდევ უფრო მეტი და მეტი გვეყოლება, კიდევ უფრო მიმზიდველი გავხდებით. პროგნოზში ჩვენ ჩადებული გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა და მოლოდინიც შესაბამისი გვაქვს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები