LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუმსიშვილი ლარზე: პროგნოზებს არ და ვერ გავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი

28

ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით მოახდენს ბაზარზე გავლენას იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაინახავენ, რომ ფუნდამენტიდან, უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის გადახრილი ლარის კურსი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“კიდევ ერთხელ ვიტყვი, პროგნოზებს არ და ვერ გავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი. ანალიზი ყოველდღიურად კეთდება. რასაც ვუყურებთ არის ის, რომ საკმაოდ ბევრი ფორვარდული გარიგებები დაიდო ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იანვრის დასაწყისიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა დაგვაკლდეს. რასაც ჩვენ ვუყურებთ, გამყიდველების მიმართულებით გარკვეული ინვესტორების აქტივობა უნდა გამოჩნდეს უახლოეს მომავალში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველანაირი პროგნოზისგან თავს შევიკავებ. აქვე ვიტყვი, რომ ეროვნული ბანკის განცხადება იყო მნიშვნელოვანი, რომელიც გუშინ დილით გაკეთდა. ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით მოახდენს ბაზარზე გავლენას იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაინახავენ, რომ ფუნდამენტიდან უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის გადახრილი ლარის კურსი”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები