LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუმსიშვილი: საპენსიო რეფორმა ღირსეული სიბერის უზრუნველყოფის შესაძლებლობაა

70

საპენსიო რეფორმა იძლევა ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობას და მეორე მხრივ, ღირსეული სიბერის უზრუნველყოფის შესაძლებლობას,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა განვახორციელოთ.

“ძალიან მარტივად რომ ვთქვა, დღეს თუ ჩანაცვლების კოეფიციენტი, ანუ შეფარდება საშუალო ხელფასისა და პენსიისა საქართველოში არის დაახლოებით, 18-დან 20%-მდე, ჩვენი ამოცანაა, რომ საბოლოო ჯამში, აღნიშნული ჩანაცვლების კოეფიციენტი იყოს 40%-ზე მეტი. ანუ ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი მხრივ, იყოს შენარჩუნებული ე.წ. ბაზისური პენსია, რომელსაც სახელმწიფო გასცემს იმ პრინციპითა და მეთოდოლოგიით, რაც დღეა არის და მეორე მხრივ, იყოს დაგროვებითი პენსია, რომელიც დამატებით მისცემს შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათ მეტი თანხა აიღონ საბოლოო ჯამში, საპენსიო ასაკში გასვლის დროს, ვიდრე უბრალოდ ეს იქნებოდა საბაზისო პენსია. რა თქმა უნდა, ზოგადად შეიძლება არსებობდეს და უნდა არსებობდეს კიდეც სადისკუსიო ველი აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ 2017 წლის სექტემბერში გავიტანეთ პირველი დრაფტი საქართველოს მთავრობაზე. 2017 წლის სექტემბრიდან მნიშვნელოვანი დისკუსიები გაიმართა საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან, ასევე დაინტერესებულ პირებთან და ჩვენ დისკუსიებს გავაგრძელებთ ამ მიმართულებით. პარლამენტიც ხომ იმისთვის არის, რომ კანონმდებლობაზე დისკუსია მოხდეს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები