LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუმსიშვილი: ტურიზმი ეკონომიკაში 2.8 მილიარდამდე დოლარის შემოდინებას დააგენერირებს

36

მიმდინარე წელს ტურიზმი ეკონომიკაში 2.8 მილიარდამდე აშშ დოლარის შემოდინებას დააგენერირებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

”ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. 2012 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგებულია. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ტურიზმი ეკონომიკაში 2.8 მილიარდამდე აშშ დოლარის შემოდინებას დააგენერირებს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, 2016 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა პირველად გადააჭარბა 6 მილიონს.  ქუმსიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის 10 თვეში უკვე გადალახულია იგივე ნიშნული და ვიზიტორების რაოდენობა 6.4 მილიონს შეადგენს.

”ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა და მიმდინარე ანგარიშის ხარჯების დაფინანსების გადამწყვეტ კომპონენტად იქცა. აღნიშნული მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების, ჩვენს მიერ განხორციელებულ ტურიზმის ხელშემწყობი პროგრამების გარეშე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია Check-in Georgia. ასევე აღსანიშნავია, რომ გაიზარდა იმ ქვეყნების არეალი, სადაც განვახორციელეთ მარკეტინგული კამპანიები“, – განაცხადა ქუმსიშვილმა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები