LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუმსიშვილმა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო

70

ყაზახეთში მიმდინარე „OECD ევრაზიული კვირეულის“ ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა დიდი პროგრესი, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებობს ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის სფეროებში და სხვა. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ეკონომიკური თანამშრომლობას ქვეყნებს შორის გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ყახაზეთის პრემიერ-მინისტრს გააცნო საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა, რომლის მიზანსაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში, რომლის განვითარებაზეც საქართველო და ყაზახეთი დიდად არიან დაინტერესებული.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბაკიტჟან საგინტაევს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებიც საქართველოში ხორციელდება სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სანაპიროზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, აღმოსავლეთ – დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალისა და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების პროექტებზე, რომელთა სრულად ამოქმედების შემდეგ საქართველოს შეეძლება გაატაროს ევროპასა და ჩინეთს შორის ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სატრანზიტო დერეფანი, რომლის ნაწილია საქართველო, შეძლებს უმოკლეს ვადაში გაატაროს ტვირთი ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები