LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდები სატვირთო ავტომობილებს მოძრაობის დროს ძარცვავდნენ (ვიდეო)

73

შვედეთში დამნაშავეთა ჯგუფი დააკავეს, რომელიც სატვირთო მანქანებიდან საფოსტო ოპერატორ  PostNord Sverige -ის ძვირადღირებულ ტვირთს იპარავდა.  ტვირთის დაკარგვის რამდენიმე შემთხვევის შემდეგ კომპანიაში დაეჭვდნენ, რომ დაუდგენელი პირები სატვირთო მანქანებიდან მოძრაობის დროს ტვირთს იპარავდნენ. ამის დასადგენად ავტომობილებში ფარული კამერები დააყენეს.

ჩანაწერების ნახვის შემდეგ გაირკვა, რომ ძარცვის უკან ექსტრემალი ქურდები იდგნენ. ისინი 80 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრავ ავტომობილებს მსუბუქი მანქანით უკან მიყვებოდნენ, „კაპოტიდან“ სატვირთო ავტომობილში შედიოდნენ, საიდანაც გაჯეტები გაჰქონდათ. ამის შემდეგ, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია შეიმუშავეს და მძარცველები სწორედ მაშინ დააკავეს, როცა სატვირთო ავტომობლში იმყოფებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები