LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდობის 7 ფაქტი 1 კვირაში – დაკავებულია ორი ადამიანი

34

სამართალდამცავებმა ტექნიკისა და სხვა პირადი ნივთების ქურდობაზე, ბათუმში, 2 პირი დააკავეს. 1988 წელს დაბადებული გ.ი. და 1990 წელს დაბადებული ვ.კ. ქურდობისა და ქურდობის მცდელობის მუხლებით გასამართლდებიან.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანებიდან 2 მაგნიტოფონი, 2 ტელევიზორი, ვიდეორეგისტრატორი, სხვადასხვა პირადი ნივთები და პლასტიკური ბარათები მოიპარეს, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებულ 2 გარე ვიდეოსათვალთვალო კამერას. ერთ-ერთმა დაკავებულმა ბათუმში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აივნიდან ველოსიპედი მოიპარა, მას, ასევე, ბრალი ედება მოქალაქის კუთვნილი ლეპტოპის ქურდობაში.

მეორე ბრალდებული კი სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მოქალაქის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან ველოსიპედის მოპარვას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 19-177-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები