LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული იმედა აბაშიძის ოჯახის წევრები ბათუმში აქციას მართავენ

140

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული იმედა აბაშიძის ოჯახის წევრები ბათუმში პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი განცხადებით, ბრალდებულ იმედა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია და ციხეში ყოფნა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ბრალდებულის ოჯახი პროკურატურას მოუწოდებს, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან შუამდგომლობა გაუწიოს და იმედა აბაშიძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანოს.
“იმედა აბაშიძე უმძიმესი ავადმყოფია, მას სხეულის მარჯვენა ნაწილი სრულიად პარალიზებული აქვს. ის არის მძიმე ავადმყოფი, რომელსაც ლოგინად მყოფს ვუვლიდით. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაული ხორციელდება, რაც არაადამიანურ მოპყრობაში გამოიხატება. მოვითხოვთ პროკურატურამ პირად კონტროლზე აიყვანოს იმედა აბაშიძის საქმე და დაუყოვნებლივ გადაიყვანოს სამედიცინო დაწესებულებაში”, – განაცხადა იმედა აბაშიძის მეუღლემ ნინო ღოღობერიძემ.
იმედა აბაშიძე გასულ კვირას ქურდული სამყაროს წევრობისა და კავშირის ბრალდებით დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი 12 სექტემბერს არის ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები