LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-ალპანა-მამისონის ცენტრალური გზის მონაკვეთი დაიტბორა

147

გადაუღებელი წვიმის შედეგად, ქუთაისი-ალპანა-მამისონის ცენტრალური გზის მონაკვეთი დაიტბორა, რის შედეგად გზაზე გადაადგილება შეუძლებელია.
გარდა ამისა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ჟონეთში წყალმა მოსახლეობის ეზოები და სახლის სარდაფები დატბორა. კოკისპირული წვიმების შედეგად სოფელ ჟონეთში სკოლაც დაიტბორა.

„მოსული წვიმის შედეგად დაიტბორა სახლები. დაგვიზიანა ავეჯი და საოჯახო ტექნიკა. ვერაფრის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ. მსგავსი სიტუცია თითქმის ყოველ წელიწადს არის. არ ვიცი, რა გვეშველება“, – აცხადებენ ადგილობრივები.
სოფელ ჟონეთში მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.
წყარო: ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები