LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

154

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 54-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.
მათივე ინფორმაციით, გუშინ აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იყო სოფელ საირმეზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები