LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-ბარსელონა: პრაქტიკული რჩევები WizzAir-ის რეისების მგზავრებს #ფორტუნაგიდი

„ფორტუნა“ გიდობას განაგრძობს. როგორ მოვხვდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე – დღეს ბარსელონას ჯერია. ბოლო პერიოდში ამ ულამაზეს ქალაქში სამოგზაუროდ უამრავი ჩვენი თანამემამულე გაემგზავრა და ქუთაისიდან პირდაპირი ავიარეისის დანიშვნა მართლაც რომ დიდებული საჩუქარია. პარიზის ბოვესგან განსხვავებით ბარსელონაში მოხვედრა ბევრად მოსახერხებელია, მაგრამ წინასწარ რაღაც-რაღაცეების ცოდნა-გათვალისწინება ალბათ მაინც არავის აწყენს.

ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტი – ასევე ცნობილია როგორც ელ-პრატ დე ლობრეგატ აეროპუერტო. შემოკლებით სახელწოდებაა BCN. ამ აბრევიატურას ძირითადად ინტერნეტში ავიაბილეთების დაჯავშნისას იყენებენ.

კატალონიაში ყველაზე მსხვილი აეროპორტი ბარსელონას ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით 12-13 კმ-ში მდებარეობს. აღჭურვილია სამი ასაფრენ-დასაფრენი ზოლით.

აეროპორტიდან ცენტრამდე დაახლოებით 20-30 წუთის გზაა, გააჩნია დღე-ღამის რომელი მონაკვეთია, თუმცა ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას დაახლოებით ერთი და იგივე დრო სჭირდება.


ბარსელონას აეროპორტის ტერმინალების განლაგების სქემა

შენიშვნა: ტექსტში ლურჯი ფერით მონიშნული სიტყვები შეიცავს ფოტომასალას


საზოგადოებრივი ტრანსპორტი

აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე (Plaça de Catalunya) გადაადგილების საკმაოდ დიდი არჩევანია. ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტი საიმედო, სწრაფი და სუფთაა.

 

აერობუსი (Aerobus) – ავტობუსი ექსპრესი

ტელ.: +34 90 210 0104

Aerobus – გახლავთ ავტობუსი, რომელიც აეროპორტს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს. როგორც წესი, ეს ავტობუსი 5-10 წუთიანი ინტერვალით დადის.

Aerobus-ში ჩასხდომა შესაძლებელია როგორც ტერმინალ 1-თან, ისე ტერმინალ 2-თან.

Aerobus მიგიყვანთ ცენტრამდე, იქ კი შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ან Plaça Espanya-ზე (ესპანეთის მოედანი), ან Plaça de Catalunya-ზე (კატალონიის მოედანი). ქალაქში სხვა გაჩერებებიცაა.

ბილეთის ღირებულება 5.90 ევროა ერთი მგზავრობა და 10,20 ევრო ორივე მიმართულებით, რომელიც ძალაშია 15 დღის განმავლობაში.

უნდა აღინიშნოს, რომ Aerobus-ის ორივე ავტობუსი, ტერმინალ 1-დან და ტერმინალ 2-დან ქალაქში ჩერდება ერთი და იმავე გაჩერებებზე. თუ მიდიხართ აეროპორტში, დარწმუნდით, რომ სწორად ჩასხედით. ორივე ავტობუსი ერთნაირად გამოიყურება. ოღონდ ავტობუსი Т1-მდე არის ნომერი А1, ავტობუსი Т2-მდე – А2.

 

მარი (ქართველი ტურისტი): „ბარსელონაში აეროპორტში მისვლა დიდ პრობლემასთან დაკავშირებული არ არის. თბილისში გამომგზავრების დღეს, უბრალოდ ქალაქის ცენტრალურ ადგილზე მივედით, ავტობუსში ჩავსხედით და დაახლოებით ნახევარ საათში აეროპორტში ვიყავით. მგზავრობაში 6 ევრო გადავიხადეთ. გადაადგილების სხვა საშუალებაც არის, მაგრამ ასე მარტივი და კომფორტული იყო“.

 

ავტობუსი TMB აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე: ნომერი 46

ეს ავტობუსი დადის 04:50-დან 23:50 საათამდე ორივე ტერმინალიდან. №46, რომელიც ცენტრიდან აეროპორტში მიდის, ჯერ Т2-თან ჩერდება და მხოლოდ შემდეგ მიდის Т1-თან. ეს უფრო მეტ გაჩერებას აკეთებს, ვიდრე Aerobus და დროც მეტი უნდა, მაგრამ ის უპირატესობა აქვს, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ სატრანსპორტო ბილეთი Т10 (ამის შესახებ ოდნავ ქვემოთ წაიკითხავთ).

 

ღამის ავტობუსი აეროპორტიდან: NitBus N17

NitBus – ეს არის ავტობუსი, რომელიც აეროპორტდან ცენტრამდე დადის 21:55 საათიდან დაწყებული (T1) და მუშაობას ასრულებს 04:45 საათზე. ერთი გზა 2.15 ევრო ღირს. მგზავრობისას აქაც შეგიძლიათ ბილეთი Т10-ის გამოყენება.

 

მატარებელი renfe აეროპორტიდან

ტელ.: +34 91 232 0320

მატარებელი RENFE აეროპორტიდან ცენტრამდე და უკან დაახლოებით ყოველ 30 წუთში დადის. მგზავრობის დრო 25 წუთია.

მატარებელში ჩასხდომა შესაძლებელია სადგურებზე Clot, Passeig de Gràcia ან Barcelona Sants (ასევე ცნობილია როგორც Sants Estacio).

თუ აეროპორტიდან ქალაქისკენ მიდიხართ, შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ სადგურებზე Barcelona Sants, Passeig de Gràcia ან Clot. ამ სადგურებზე მეტრო დადის. აქ შეგიძლიათ მეტროზე გადაჯდეთ და საჭირო ადგილამდე მიხვიდეთ.

თუ თქვენ იყიდით ჩვეულებრივ ბილეთს და არა Т10-ს, მაშინ მოგიწევთ კიდევ ერთი ბილეთის ყიდვა, რათა გადაჯდეთ Estacio Sants Barcelona Sants. თუ გაქვთ ბილეთი Т10, შეძლებთ გადაჯდეთ მეტროში ისე, რომ სხვა ბილეთის შეძენა არ დაგჭირდებათ.

 

სად შევიძინოთ ბილეთი Т10 და რა არის ეს ბილეთი

ბილეთი Т10-ის ყიდვა შესაძლებელია მეტროს ნებისმიერ სადგურზე და აეროპორტში RENFE-ის პლატფორმაზე შესასვლელში.

მეტროს ერთჯერადი ბილეთის ყიდვა 2.15 ევრო დაგიჯდებათ. ამიტომ თუ ერთი დღით არ ხართ ბარსელონაში და მეტროთი ან ავტობუსით 5-ზე მეტი მგზავრობა მოგიწევთ, მაშინ უმჯობესია შეიძინოთ Т10.

⇑რჩევა: ბილეთი T10
ყოველ ჯერზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთის შეძენა არაეკონომიურია და დროც ხომ უნდა. ამიტომ უმჯობესია პირდაპირ სამგზავრო T10 შეიძინოთ ან ფასდაკლების ბარათი, რომელსაც Barcelona Card კიდია.

 

ბარათი Barcelona Card
სამგზავრო და ფასდაკლების ბილეთი

Barcelona Card არა მარტო საზოგადოებრივ ტრანსპორტით შეუზღუდავი გადაადგილების საშუალებას იძლევა, არამედ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასდაკლებებით ღირშესანიშნაობების ნახვისას, წარმოდგენებზე დასწრებისას, ასევე გარკვეულ რესტორნებში, სუვენირების მაღაზიებში და ა.შ.

 

მეტროს ხაზი L9 აეროპორტამდე

მეტროს ხაზი L9 ბარსელონას აეროპორტს ცენტრთან აკავშირებს. ამ ხაზზე არის ორი გაჩერება აეროპორტში: Aeroport T1 და Aeroport T2. სამუშაო გრაფიკი ისეთივეა, როგორც ქალაქის მეტროსი. ბილეთი ერთ ბოლოში 4.50 ევრო ღირს.
იხილეთ ბარსელონას მეტრო.

 

ტაქსი აეროპორტში

ტელ.: +34 93 303 3033

ტაქსით მგზავრობა ძალიან ძვირი არ არის და რა თქმა უნდა მოსახერხებელია, მით უმეტეს, თუ ოჯახთან ერთად ხართ (ან რამდენიმე მგზავრი ინაწილებთ თანხას) და ბევრი ბარგი გაქვთ.

ტაქსის გაჩერება მთავარ გასასვლელებთანაა: ტერმინალ 1-თან (Т1) ან ტერმინალ 2-თან (ასევე ტერმინალ 2-ის სამ შენობასთან – Т2А, Т2В, Т2С).

ტაქსი მთელი ღამე მუშაობს და იმდენია, ყველას შეხვდება.

ცენტრამდე მგზავრობა 20-დან 30 წუთამდე დაიკავებს. თუ ტერმინალ 1-დან გამოხვალთ მაშინ გზა 4 კილომეტრით გრძელდება.

თუ გაქვთ განსაკუთრებული საჭიროება ან გჭირდებათ მანქანა, რომელიც სპეციალურად არის მოწყობილი შშმ პირებისთვის, დარეკეთ ნომერზე: +34 93 420 8088

რა ღირს ტაქსით მგზავრობა

T2-დან ცენტრამდე მგზავრობისთვის 30 ევრო უნდა გაამზადოთ, T1-დან – 35 ევრო.
ბარსელონაში ოფიციალური ტაქსი შავ-ყვითელ ფერშია შეღებილი და თანხა იწერება მხოლოდ მრიცხველის მიხედვით. არსებობს დამატებითი გადასახადიც. პორტში, საგამოფენო ცენტრთან მიყვანაზე, ასევე ღამით მგზავრობაზე და ან დღესასწაულებზე. ყველა გადასახადი მკაფიოდ არის ასახული მანქანის საქარე მინაზე დატანებულ ეტიკეტზე.

 

ავტომობილის არენდა აეროპორტში

აეროპორტში მთელი რიგი კომპანიები მუშაობენ, რომლებიც მანქანებს აქირავებენ. ასე რომ, თუ განსაკუთრებული საჭიროებისთვის გჭირდებათ იქვე შეგიძლიათ აიღოთ ავტომანქანა. კომპანიები ორივე ტერმინალში მუშაობენ, ერთმანეთის გვერდით არიან და ძვირადაც არ აქირავებენ.

 

სხვა მომსახურება

აეროპორტში შეგიძლიათ ბარგი ჩააბაროთ შესანახად სექტორ B-ში. თუ ნივთები დაკარგეთ მიმართეთ საინფორმაციო სამსახურს შენობაში BloqueTecnicon.

TaxFree
თუ ერთ ჩეკში 90,15 ევროზე მეტი ღირებულების საქონელი შეიძინეთ, აეროპორტში დღგ-ს დაიბრუნებთ. მიმართეთ კომპანიების Global Blue ან Global Exchange დახლებს. ასეთი დახლები Т1-შიც არის და Т2-შიც.

 

კითხვა: რა მანძილია Т1 და Т2 შორის?
პასუხი: 4 კილომეტრი. შესაბამისად, მოგიწევთ გამოიყენოთ უფასო შატლი გადასაადგილებლად. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ამაში შეიძლება 30 წუთი დაგეკარგოთ. ამაში შატლის ლოდინიც შედის და გადაადგილების დროც.

⇑რჩევა: რეკომენდირებულია გაფრენამდე ზუსტად გაიგოთ რომელი ტერმინალიდან მიფრინავთ (ან თუნდაც ჩაფრენისას). ეს ან ტერმინალ 1 (Т1), ან ტერმინალი 2 (Т2А, Т2В ან Т2С). შემთხვევით სხვა ტერმინალში რომ აღმოჩნდეთ, ზემოხსენებული შატლი და 30 წუთისთვის მოემზადეთ.

⇑მთავარი რჩევა: რეკომენდირებულია მოგზაურობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები