LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-მამისონის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

47

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 129-ე კმ-ზე (საგლოლოსთან) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოსული იყო დიდი მოცულობის თოვლის ზვავი, რის გამოც, საავტომობილო გზაზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები