LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-მემინგემი-მიუნხენი: პრაქტიკული რჩევები WizzAir-ის რეისების მგზავრებს #ფორტუნაგიდი

ქუთაისიდან მფრინავი Wizz Air-ის რამდენიმე მიმართულებიდან ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პარიზთან ერთად მიუნხენია, რადგან საფრანგეთის დედაქალაქის არ იყოს, ამ შემთხვევაშიც მიუნხენამდე გვარიანი გზაა და ძნელია ამ რეისს ქუთაისი-მიუნხენი უწოდო. თუმცა თუ ჩავუჯდებით, აღმოვაჩენთ, რომ უსაშველოც არაფერია.

 

 

როგორ მივიდეთ მემინგემის აეროპორტიდან მიუნხენში

შენიშვნა: ტექსტში ლურჯი ფერით მონიშნული სიტყვები შეიცავს ფოტომასალას

 

მემინგემის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს გერმანიაში, მემინგერბერგის დასახლებაში, 4 კმ-ში ქალაქ მემინგემიდან და 110 კმ-ში მიუნხენიდან. ადრე სამხედრო აეროდრომი იყო.

თავად აეროპორტი მცირე ზომისაა, სადაც ძირითადად ბიუჯეტური ავიაკომპანიები დაფრინავენ. მაგალითად, Wizz Air და Ryanair . მიიჩნევენ მიუნხენის აეროპორტის იაფ ალტერნატივად.

 

 

მემინგემსა და მიუნხენს შორის მარშრუტის სიგრძე 123 კმ-ია.

 

 

როგორ მივიდეთ აეროპორტიდან მიუნხენამდე

აეროპორტიდან გამოსვლისას შეგიძლიათ ჩაჯდეთ ავტობუს-შატლ Allgäu-Airport-Express. ბილეთს მძღოლთან შეიძენთ – 18 ევრო ერთი მიმართულება (15 ევროა თუ ონლაინ ყიდულობთ).

გზაში დაახლოებით 1 სთ 30 წთ დაგეხარჯებათ.

მეორე ვარიანტი: ჩაჯექით ადგილობრივ ავტობუსზე და 10 წუთში მემინგემის რკინიგზის სადგურზე იქნებით. ავტობუსის ბილეთი 2.5-3 ევროა.
შემდეგ მატარებლით წახვალთ მიუნხენში.

წინასწარ ნაყიდი ბილეთი უფრო ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე მატარებლის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე შეძენილი.

უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამე არ მუშაობს (ტაქსის გარდა).

ჯგუფური ტრანსფერის შემთხვევაში ბილეთზე ფასდაკლების სისტემებია: „საოჯახო“, „საბავშვო“ და ა.შ.

 

 

რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს ფრენებს. ქუთაისიდან მემინგემისკენ თვითმფრინავი ჩვენი დროით 18:25 სთ-ზე მიფრინავს და ადგილზე, ადგილობრივი დროით, 19:40 სთ-ზეა. ხოლო გერმანიიდან გამოფრენა  20:10 სთ-ზეა და საქართველოში შუაღამით ჩამოფრინდებით. გამოდის, რომ ღამის რეისები საჭირო აღარ არის.

 

 

 

მიუნხენი – ბავარიის თვალწარმტაცი დედაქალაქი

მიუნხენი ახალგაზრდა ქალაქად მიიჩნევა, და დიდიც არ არის. ის ცნობილია თავისი სახელგანთქმული ლუდის ბარებით, მუზეუმებით, ციხესიმაგრეებით და სხვა არქიტექტურული ძეგლებით. აქ ჩადიან, რათა დატკბნენ ძველი ევროპული ნაგებობებით, ნახონ ალპების ძირს მდებარე ტბა (ქალაქთან ახლოსაა).
ქალაქის გაცნობა უმჯობესია მარიენპლაცის მოედნიდან, რომელიც ქალაქის ცენტრშია. შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ ფრაუენკირხე , გაისეირნოთ ძველ ქუჩებში, ისადილოთ მსოფლიოში სახველმოხვეჭილ ლუდის რესტორან „ხოფბროიხაუსში“. გარდა ამისა, ნამდვილად ღირს ისეირნოთ ინგლისურ ბაღში და წახვიდეთ ბლიუტენბურგის ციხესიმაგრის სანახავად. ფეხბურთის მოყვარულებს კი შეხსენებაც არ სჭირდებათ – რეკორდმაისტერი.

 

 

მატარებელი მემინგემი-მიუნხენი

მიუნხენამდე მატარებელში რომ ჩაჯდეთ, ჯერ აეროპორტიდან რკინიგზის სადგურამდე უნდა მიხვიდეთ. აეროპორტიდან მემინგემის სადგურამდე ავტობუსით მგზავრობას 12 წუთი უნდა. ბილეთი 3 ევროა. ჩასხდომა აეროპორტის ტერმინალთან ხდება.
რკინიგის სადგურიდან მატარებლები სისხამ დილიდან გვიან ღამემდე დადიან, ღამის რეისები არ არსებობს. სასურველია წინასწარ დააზუსტოდ მემინგემი-მიუნხენის მატარებლის განრიგი.
მატარებელი „მემინგემი – მიუნხენი“ 1 სთ და 33 წუთის სავალზეა. ბილეთის ფასი 23.7 ევროდან იწყება.

 

ავტობუსი მემინგემიდან მიუნხენამდე

ავტობუსით შესაძლებელია საკმაოდ სწრაფად ჩასვლა და შედარებით იაფადაც. დადის ორი გადამზიდავი: Bus and Fly და Allgau Airport Express.

ავტობუსი Bus and Fly დღეში ერთხელ დადის: 13:40 სთ ან 16:00 სთ (გააჩნია კვირის რომელი დღეა). გზას 1 სთ 15 წთ უნდება.
ჯგუფური ტრანსფერი Allgau Airport Expressდღეში 4-დან 7-ჯერ გადის, ღამე არ დადის. მგზავრობას 1 სთ 25 წთ სჭირდება.
გადამზიდავს გააჩნია და დანიშნულების ადგილამდე ავტობუსი 1 სთ 15 წთ – 1 სთ 25 წთ-ში ჩაგიყვანთ. ბილეთის ფასიც ბუნებრივია სხვადასხვაა: 13.75 და 15 ევრო.

 

მემინგემი-მიუნხენის ავტობუსი

ეს ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტია. ავტობუსი Flixbus  მემინგემის რკინიგზის სადგურიდან დღეში 4-ჯერ გადის და მიუნხენის ცენტრალურ სადგურამდე მიდის.
მგზავრობის ფასი: 8 ევრო.

 

 

როგორ მივიდეთ აეროპორტიდან მიუნხენამდე გადაჯდომით

რადგან უახლოესი რკინიგზის სადგური მემინგემშია, მატარებლის ვარიანტი მხოლოდ გადაჯდომით უნდა განვიხილოთ. მარშრუტი ასეთია:

აეროპორტიდან №2 ავტობუსით (Allgäu Airport-ZOB Memmingen-Allgäu Airport) ან №810/811 (Krumbach-Memmingen-Babenhausen) მემინგემის ავტოსადგურამდე, რომელიც რკინიგზის სადგურის მოპირდაპირე მხარესაა.
რეისები ყოველდღეა, დაახლოებით 6:00-დან 21:10-21:50-მდე. ინტერვალი – 1-დან 1.5 სთ-მდე. მგზავრობის ღირებულება 3 ევრო უფროსისთვის, 2.25 ევრო ბავშვისთვის.

 

ტრანსფერი მემინგემი-მიუნხენი

ტურისტებისთვის ყველაზე მარტივი ვარიანტი ტრანსფერი ან ტაქსია. მძღოლი დანიშნულების ადგილამდე საათნახევარში მიგიყვანთ, ოღონდ ამაში 148 ევროს გადახდა მოგიწევთ. ეს ვარიანტი კარგია მოგზაურებისთვის, რომლებიც ღამე ჩადიან, ასაკოვანი ტურისტებისთვის, ბავშვებთან ერთად მყოფი ოჯახებისთვის, რამდენიმეკაციანი ჯგუფებისთვის და ა.შ.

 

 

მემინგემის აეროპორტიდან მიუნხენამდე მანძილის დაფარვა რამდენიმე საშუალებით შეიძლება დაახლოებით ერთი და იმავე დროში. განსხვავება მხოლოდ კომფორტსა და მგზავრობის ღირებულებაშია. ასე რომ, აირჩიეთ ტრანსპორტის ის სახეობა, რომელიც უშუალოდ თქვენთვის არის ხელსაყრელი და… ბედნიერი მგზავრობა!

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები