LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-რიგა: Wizz Air-ს ახალი მიმართულება ემატება

113

Wizz Air ქუთაისიდან კიდევ ერთ ახალ მიმართულებას ამატებს. მარტიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით ფრენა ლატვიის დედაქალაქშიც შესაძლებელი იქნება.

როგორც საიტზე იძებნება, პირველი რეისი ქუთაისი-რიგას მიმართულებით, 25 მარტს შესრულდება.

ამ დროისთვის, ბილეთის ფასი 139.99 ლარიდან იწყება.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ ახალი მიმართულებები ევროპის მასშტაბით, სულ ცოტა ხნის წინ, დაამატა.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი და საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air- ამჟამად 18 მიმართულებით 12 ქვეყანაში დაფრინავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები