LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე სავალი ნაწილის მთელ სიგანეზე ვიბროხმაურიანი ზოლები მოეწყო

74

ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე დატვირთული სატრანზიტო მოძრაობის გამო, დამატებითი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების ყურადღების იძულებით გამახვილებისათვის, საჭეზე მგრძნობიარობის მიზნით, სავალი ნაწილის მთელ სიგანეზე ვიბროხმაურიანი ზოლები მოეწყო.

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის გარკვეულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს პერიოდული შეკეთების სამუშაოები, რომელიც ძირითადად საფარის სისწორის, ხორკლიანობის და საცვეთი ფენის აღდგენის სამუშაოებს მოიცავს.

„სამუშაოების წარმოების პროცესში განთავსებულია შესაბამისი საგზაო ნიშნები, გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შესაძლო არაკომფორტულ გადაადგილებას, რისთვისაც ბოდიშს გიხდით და გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობას“, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები