LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით ფრენები განახლდა

140

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკის მიმართულებით ფრენები განახლდა. როგორც აეროპორტში აცხადებენ, სალონიკის აეროპორტის რეკონსტრუქციის გამო, ავიაკომპანია”ვიზეარის” ფრენები ქუთაისიდან დროებით კავალას აეროპორტში სრულდებოდა. 10 მარტიდან კი ავიარეისები ისევ სალონიკში ხორციელდება.

ამ ეტაპზე ”ვიზეარი” ქუთაისი-სალონიკის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორი სიხშირით ასრულებს – ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

შეგახსენებთ, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, სალონიკის აეროპორტი გასული წლის დეკემბერში დაიხურა. ამის გამო, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air სალონიკიდან ქუთაისში დაგეგმილ ფრენებს, კავალას აეროპორტიდან, უცვლელი განრიგით ასრულებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები