LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტიდან მატარებლით ზღვისა და მთის კურორტებზე მოხვდებით

32

ქუთაისში გაძვირდება უძრავი ქონება, ამიტომ იჩქარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქუთაისი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება.

”ქუთაისი გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი და ტურისტული ცენტრი. ქუთაისი ისტორიულად იყო და არის კულტურული ცენტრი საქართველოსი და ის გახდება სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, ტურისტული ცენტრი. ამასთან, ჩვენ ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს ანაკლიაში. ეს არის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობა. ყველაფერი ერთიანი კომპლექსი იქნება. აქ სარკინიგზო ბაქანი არის შემადგენელი იმ სივრცითი განვითარების პროექტის, რომელიც 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია და რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა წერტილში ძირითადი ინფრასტრუქტურის მიყვანას”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველა სამგზავრო მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ან პირიქით გაივლის, გაჩერდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჭიშკრის წინ. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობას მიზნად აქვს, რომ ქუთაისის აეროპორტიდან მატარებლით შესაძლებელი იყოს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მოხვედრა, ეს იქნება ზღვის თუ მთის კურორტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები