LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში ახალმა ავიაკომპანიამ პირველი ფრენა შეასრულა

67

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალმა ავიაკომპანია “სკატი” – მ დაიწყო ოპერირება. აქტაუ-ქუთაისის მიმართულებით დღეს პირველი პირდაპირი რეისი განხორციელდა.

რეისები აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს მიმართულებით შესრულდება კვირაში ორჯერ, სამშაბათობით და ხუთშაბათობით, CRJ-200 ტიპის საჰაერო ხომალდით. ფრენის დრო 1 საათსა და 10 წუთს შეადგენს.

ავიაკომპანია „სკატი“ ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავი კომპანიაა, რომელმაც ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.

ახალი რეისის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მუღულია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები