LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

133

საბაჟო გამშვები პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ.

მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების, ნ.გ-ს, გ.ფ-სა და ჯ.კ-ს ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგების დათვალიერების შედეგად, 61,767 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 592.41 გრამი) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები