LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 67% – ით გაიზარდა

77

2017 წლის ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 49,092 შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 67% – ით მეტია.

აეროპორტის მიერ გვარცელებული ინფორმაციით, 69% -ით არის გაზრდილი ქუთაისიდან განხორციელებული რეისების რაოდენობაც. 2017 წლის ივლისის მონაცემები 188 რეისს ითვლის. 

შეგახსენებთ, 2017 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 13.6%-ით არის გაზრდილი.  ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ”საქაერონავიგაცია” ავრცელებს. კომპანიის ცნობით, 6 თვის განმავლობაში შპსსაქაერონავიგაცია” 64 407 ფრენას მოემსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები