LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზა მომავალ წელს ამოქმედდება

115

“მომავალი წლის მეორე კვარტლისთვის უკვე მზად იქნება ქუთაისის აეროპორტთან მატარებლის მისასვლელი ბილიკი“, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა Wizzair – ის კომერციულ დირექტორთან ჯორჯ მიხალოპულსთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ გაზაფხულიდან ქუთაისს ოთხი ახალი მიმართულება ემატება.

ჯამში გაზაფხულიდან wizzair-ს 16 მიმართულება ექნება, მათ შორის 11 ევროპულ ქვეყანაში.

დაბალბიუჯეტიანი ტურისტებისთვის ქუთაისი ხდება რეგიონული ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით – ასე შეაფასა Wizzair-ის გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოში ტურისტების შემოყვანისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ მომავალი წლის მეორე კვარტლისთვის უკვე მზად იქნება ქუთაისის აეროპორტთან მატარებლის მისასვლელი ბილიკი და ასევე დავიწყეთ ტერმინალის გაფართოების სამშენებლო სამუშაოები“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Wizzair-ის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა აღნიშნა, რომსაქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე მსჯელობა აპრილიდან, საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში დაიწყო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით გაიმართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები