LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის ეროპორტში 101 %-იანი მატებაა

112

2017 წლის მაისში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 101%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აეროპორტი ავრცელებს.

უფრო დეტალურად, გასულ თვეში მგზავრთა ნაკადმა ქუთაისის აეროპორტში 38 649 კაცი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წლის მაისში 19 259 იყო.

აეროპორტის ცნობითვე, მგზავრთა ნაკადი 2017 წლის აპრილშიც გაიზარდა და 36 207 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 114 %-ით მეტი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები