LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი ანიტა რაჭველიშვილსა და ნიკოლოზ რაჭველს უმასპინძლებს

144

20 მაისს ქუთაისს მერიის მოწვევით და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2016“ ფარგლებში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გალა კონცერტი გაიმართება. ქუთაისელ მსმენელს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი conceptart მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილისა და კომპოზიტორისა და დირიჟორის ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივ პროექტს წარმოუდგენს.

“Cross Over the World” პრემიერა 2014 წელს ნიუ-იორკში გაიმართა. 20 მაისს დაგეგმილი მუსიკალური პროექტი კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს, რადგან საღამოს მონაწილეა ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სრული შემადგენლობით. სოლისტები: აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი და ცნობილი მესაყვირე დავით შამანაური. შესრულდება არიები ლეგენდარული კომპოზიტორების ოპერებიდან, აგრეთვე ყველასათვის საყვარელი კლასიკური ნაწარმოებები ნიკოლოზ რაჭველის ორიგინალური საორკესტრო ვერსიებით. პროექტის მხარდამჭერია – სასტუმრო კომპლექსი „ბაგრატი 1003“.

13130841_1083290311709702_4183433521683128859_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები