LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა

104

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევა სკოლის ფოიეში იმ დროს მოხდა, როდესაც შენობაში არავინ იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნგრევის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია, სკოლას რეაბილიტაცია ერთი წლის წინ ჩაუტარდა.

დირექტორის თქმით, მომხდარის შესახებ იმ კომპანიას აცნობეს, რომელმაც სამუშაოები ჩაატარა. დირექტორის განცხადებით, აღნიშნული კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები