LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის პარლამენტში წყალი ჩამოდის, შენობას რეაბილიტაცია სჭირდება – ირაკლი კობახიძე

46

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებით, ქუთაისში პარლამენტის შენობას რეაბილტიაცია სჭირდება.

“თქვენ ყველა ხედავთ, რა მდგომარეობაშია ქუთაისის შენობა, რა მდგომარეობაშია მისი მიმდებარე ტერიტორია. ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება. სამწუხაროდ, შენობაში წყალი ჩამოდის, შესაბამისად, საჭიროა შენობის დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია, მათ შორის, გადახურვის – შუშის კონსტრუქციის, რეაბილიტაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ეს უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ პარლამენტისთვის, ეს პარკი მოემსახურება ქუთაისის მოსახლეობას,” –  განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, რეაბილიტაცია სჭირდება თბილისის პარლამენტის შენობის ერთ-ერთი ფლიგელსაც.

“იქ მოეწყობა ახალი სივრცეები, მათ შორის საკონფერენციო. სხვადასხვა ტიპის საქმიანობა შეიძლება იქ განხორციელდეს,” – დასძინა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები