LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ

73

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ. ამის შესახებ ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

გამოშვების ინფორმაციით, ცხედრები ოჯახებმა დასაფლავებამდე, რამდენიმე საათის წინ გაცვალეს.

მეორე გარდაცვლილის ოჯახი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

,,ხუთი დღე სხვის მიცვალებულს ტიროდა ოჯახი. გამოყვანის დროს შვილს კი შეეპარა ეჭვი, მაგრამ იფიქრა, რომ ავადმყოფობის მერე შეეცვალა სახე მიცალებულს. რას წარმოიდგენდა, თუ ეს მოხდებოდა. სახელი და გვარიც მიწერილი ჰქონდა. ეს იყო საავადმყოფოს შეცდომა,”-  განუცხადა “ქუთაისი პოსტს” ერთ-ერთი ოჯახის ახლობელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები