LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა

92

ქუთაისის საჯარო სკოლებში სტიქიის გამო შეწყვეტილი სასწავლო პროცესი განახლდა.

როგორც განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ბადრი ვაშაკიძემ, განაცხადა, სასწავლო პროცესი ქუთაისის ყველა სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ქუთაისში უკვე გამოიდარა, წყლის დონემ დაიკლო, საგანგებო შტაბში კი ქალაქში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას, განცხადებით, სტიქია უხვმა ნალექმა და მდინარე ოღასყურის ადიდებამ გამოიწვია.

16 ოქტომბერს ქუთაისში დაიტბორა რამდენიმე უბანი, 2 სკოლა და დაახლოებით 100-მდე ოჯახი, მუშაობა შეწყვიტა იუსტიციის სახლმაც. წყალი შევიდა პარლამენტის შენობაშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები