LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში 17 წლის ახალგაზრდამ 15 წლის მეუღლეს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა

96

17 წლის ახალგაზრდამ, არასრულწლოვანი მეუღლე დაჭრა. გოგონას მრავლობითი დაზიანებები გულ-მკერდისა და ზურგის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. შემთხვევა ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ისინი თურქეთის მოქალაქეები იყვნენ, ბინა კი რამდენიმე თვის წინ იქირავეს.

მომხდარიდან მალევე 15 წლის გოგონა ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, 2 დღეში კი ოჯახმა ის სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანა. მეზობლები ჰყვებიან, რომ არასრულწლოვანი ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდა.

მეუღლის დაჭრაში ბრალდებული 17 წლის თურქეთის მოქალაქე სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულს ედავება. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. დაცვის მხარე საქმის კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები