LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, ავარიის შედეგად, მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა

81

ქუთაისში,  დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მახლობლად, გუშინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ავარიას 8 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა.

“საქმეში მხოლოდ ერთი ავტომობილი ფიგურირებს. გარდაცვლილია მცირეწლოვანი ბავშვი, ხოლო დაშავებულია ერთი ადამიანი. საქმეზე გამოძიება დაიწყო”, – განაცხადეს შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები