LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ბანკის ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

71

ქუთაისში ბანკის ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბანკში თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და მოქალაქე მუცლის არეში დაჭრა.

„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პირველადი ინფორმაციით,  22 იანვარს ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, ყაჩაღობის მიზნით, შეიჭრა შეიარაღებული პირი, რომელმაც თავდასხმისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში დაჭრა აღნიშნულ ფილიალში მყოფი მოქალაქე, გარკვეული თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ბრალდებულის დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები,“ – აცხადებენ შსს–ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები