LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში Benneton, H&M, Mango და Zara შეიკერება

284

კომპანია „ემჯიემტექსი“, რომელიც ქუთაისში სამკერვალო ფარიკას გახსნის, მსოფლიო ბრენდების პროდუქციას შეკერავს.

„ემჯიემტექსი“ წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. შპს „ემჯიემტექსი“ არის  რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose”  შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: H&M, Mango, Zara, Coast, Colveta, United Collors of Benneton, Oasis და სხვა.

კომპანია საქართველოში ბიზნესის გაფართოებით 6 თვის წინ დაინტერესდა და გადაწყვეტილების მიღებამდე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლების მხარდაჭერით, კომპანია საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს სწავლობდა.

აღსანიშნავია, რომ შპს „ემჯიემტექს“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტითაც ისარგებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს  და მის  ფარგლებში კომპანია უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენას შეძლებს. საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, კერძოდ უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს.

შპს „ემჯიემტექსი“ საწარმოს 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდება და წლიურად 3 300 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები