LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში დაცვის თანამშრომელს სცემეს – შსს-მ გამოძიება დაიწყო

49

ქუთაისის სავაჭრო ცენტრ ”ქარვასლაში” კერძო დაცვის თანამშრომელს სცემეს.  შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. თვითმხილველის თქმით, დაცვის თანამშრომელს ხუთი ახალგაზრდა უმოწყალოდ სცემდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთ-ერთ მაღაზიაში ნივთის მოპარვას ცდილობდნენ, რაშიც მათ ხელი დაცვის თანამშრომელმა შეუშალა. ნაცემი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ფეხი აქვს მოტეხილი.

შსს-ს ინფორმაციით, ცემის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები