LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში გარდაცვლილი ერთ-ერთი მუშის ოჯახის თქმით, ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები არ არსებობაზე საუბრობს

51

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კორპუსის მშენებლობის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი მუშის ოჯახი ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების არ არსებობაზე საუბრობს. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ობიექტს არ ჰქონდა დამცავი ბადეები, თავად დასაქმებულები კი ჩაფხუტების გარეშე მუშაობდნენ.

„უკვე მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა ამ ობიექტის მშენებლობაზე. ჩემი ძმა ამბობდა, რომ უსაფრთხოება არ იყო დაცული. არ გაბედონ და ჩემს ძმას არაფერი დააბრალონ. ჯერ არაფერს ვითხოვ, იმის გარდა, რომ აწი მაინც გაამკაცრონ უსაფრთხოების ნორმები. თუ მაინც მუშებს დააბრალებენ, მერე მივმართავ შესაბამის უწყებებს,“ – განაცხადა გარდაცვლილი მუშის ძმამ, გოგა ფხაკაძემ.

ოჯახის ინფორმაციით, ობიექტზე ბაგირი გაწყდა და მუშები მეათე სართულიდან ჩამოვარდნენ. 27 დეკემბერს, მრავლსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელსაც კომპანია „იბერიის ვარსკვლავი“ აშენებს, ორი მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები