LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში მე-12 კლასის მოსწავლე მოკლეს

54

ქუთაისში 30 წლის მამაკაცმა მე-12 კლასის მოსწავლე მოკლა. შემთხვევა დღეს, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. სასიკვდილი ჭრილობა ახალგაზრდას ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები