LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი, სავარაუდოდ, გრიგოლ ვაშაძე იქნება

94

ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, სავარაუდოდ,  გრიგოლ ვაშაძე იქნება. „ფორტუნას“ წყაროს ინფორმაციით, პარტიაში არჩევანს ორ კანდიდატს შორის გააკეთებენ,  ვაშაძის გარდა ქუთაისში მერობის კანდიდატად ხატია დეკანოიძეც განიხილება, თუმცა, დიდი ალბათობით, საბოლოოდ, გადაწყვეტილებას ვაშაძის სასარგებლოდ მიიღებენ.

უკვე ცნობილია, ვინ იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თბილისში – მერობისთვის პარტიის სახელით ზაალ უდუმაშვილი იბრძოლებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში შემოდგომაზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები